GBI-Contractors https://gbi-contractors.com/ 032204949 info@Gbi-Contractors.com
კომპანიის შესახებ

ჩვენი ისტორია

JSL Logistics 2024 წელს დაარსებული სატვირთო ლოგისტიკური კომპანიაა, რომელიც ჯერ კიდევ 25 წლის წინ ლასარეს სატვირთო ტერმინალის ლოგისტიკური სამსახურიდან იღებს სათავეს. დღესდღეობით, JSL Logistics დამოუკიდებელი ლოგისტიკური სერვისების სრული სპექტრის პროვაიდერია სატვირთო გადაზიდვების ინდუსტრიაში.

JSL Logistics ახორციელებს საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო გადაზიდვებს მსოფლიოს ნებისმიერი მიმართულებით. კომპანია იყენებს ტვირთების დამუშავებისა და ლოგისტიკის მრავალწლიან გამოცდილებას, ოპერირებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ლასარეს სატვირთო ტერმინალში, რაც კომპანიის დიდი უპირატესობაა უმოკლეს დროში შეასრულოს საბაჟო და ლოგისტიკური პროცედურები.

მრავალწლიანი წარმატებული მოღვაწეობის შედეგად, პროფესიონალურ ლოგისტიკურ მომსახურებას სთავაზობს 100-მდე მსხვილ ქართულ და საერთაშორისო კომპანიას, მათ შორის დიპლომატიურ კორპუსს საქართველოში.

JSL Logistics-ის გუნდი დაკომპლექტებულია გამოცდილი კადრებით. კომპანიის თანამშრომლები ყოველ წლიურად გადიან გადამზადებას საერთაშორისო რეგულაციების შესაბამისად, როგორც კომპანიის ადგილობრივ ბაზაზე, ასევე, იმაღლებენ კვალიფიკაციას IATA-ს სასერთიფიკატო კურსებზე.

კომპანიის მისია

ჩვენი მისიაა ვუზრუნველყოთ საიმედო, ეფექტური და ინოვაციური ლოგისტიკური სერვისები, რომელიც მომხმარებლებს შესაძლებლობას მისცემს მიაღწიონ თავიანთ მიზნებს. გავხადოთ გადაზიდვები ხელმისაწვდომი და უსაფრთხო, ნებირმიერი მიმართულებით, მსოფლიოს ნებისმიერი ლოკაციიდან.

ვუზრუნველყოთ მაღალი ხარისხის მომსახურება, პროფესიონალიზმითა და მოქნილობით. ჩვენ ვისწრაფვით ტვირთის ტრანსპორტირების პროცესის გამარტივებისა და გლობალური კომუნიკაციის გაძლიერებისკენ, რათა დავაკავშიროთ ადამიანები და ბიზნესები მთელ მსოფლიოში.

კომპანიის მიზანი

ჩვენი მიზანია კომპანია თანხვედრაში იყოს გლობალური ლოგისტიკური ინდუსტრიის მოთხოვნებთან, დაიკავოს ერთ-ერთი მოწინავე პოზიცია ამიერკავკასიაში. განახორციელოს სწრაფი, უსაფრთხო და ხარისხიანი გადაზიდვები. მუდმივ რეჟიმში იმუშაოს სერვისების ოპტიმიზაციაზე, ინოვაციური და პროფესიონალური მიდგომებით გავზარდოთ მომხმარებელთა კმაყოფილება. გავაძლიეროთ პარტნიორობა ბიზნესებთან, გავაუმჯობესოთ მიწოდების ჯაჭვი და შევქმნათ გრძელვადიანი თანამშრომლობა თითოეულ ჩვენს მომხმარებელთან.